Friday, February 6, 2009

GUITARIST #311 (Jan 2009)

Image and video hosting by TinyPic


კიდევ ერთი ბრიტანული გიტარული ჟურნალი... ამჯერად ევროპის ყველაზე სტაჟიანი (გამოდის 1984 წლიდან ) Guitarist...ამ გამოცემის მთავარი გმირი უპირველეს ყოვლისა არის თავად გიტარა და შესაბამისად მისი საკმაოდ დიდი მოცულობის ძირითადი ნაწილი სწორედ გიტარებისა და მასთან დაკავშირებული აპარატურის რევიუებს ეძღვნება (ჟურნალს თან ახლავს CD აუდიო/ვიდეო ილუსტრაციებით) ... ჟურნალში რეგულარულად მიმოიხილება როგორც ელექტრო ასევე აკუსტიკური და ბას გიტარების საკმაოდ ფართო დიაპაზონი.... მე ველაზე მეტად მომწონს ორიგინალური რუბრიკა Longtermers სადაც ჟურნალის თანამშრომლის მიერ ერთი და იგივე ინსტრუმენტის (ან მოწყობილობის) განხილვა ხდება რამდენიმე ნომრის მანძილზე... ანუ პირველი შთაბეჭდილება, რამდენიმე ნომრის შემდეგ ხმარებაში შემჩნეული კორექტივები და კიდევ რამოდენიმე თვის შემდეგ საბოლოო ვერდიქტი. ესეთი მეთოდი ინსტრუმენტის მაქსიმალურად ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა...მუსიკალურად ჟურნალი კლასიკ როკისაკენ იხრება და პერიოდულად ვრცელ ინტერვიუებს ბეჭდავს ლეგენდარულ გიტარისტებთან... ამ ნომერში გარი მურისა და ინგვი მალმსტინის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუებია დაბეჭდილი.
Enjoy ;)

დაქაჩე ჟურნალი და დისკი

0 comments:

Post a Comment